fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მას აქვს პოლიტიკური მომავალი… მისი გადადგომა შეცდომა იყო – ხუხაშვილი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე

18:23 მარტი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ექს-პერმიერ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება მისთვის ბევრ სირთულეს წარმოქმნის, თუმცა საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს.

„მას აქვს პოლიტიკური მომავალი. კარგი იქნებოდა, პოლიტიკაში დარჩენას თუ აპირებდა, ცოტა აქტიურად შემოსულიყო და მას ამის შანსი ჰქონდა, რომელიც გაუშვა. თუმცა, ჩემი აზრით, საზოგადოებაში ახლაც საკმაო მხარდაჭერა აქვს აქვს, ასე რომ საკმაოდ საინტერესო ელემენტი გაჩნდება ქართულ პოლიტიკურ რუკაზე.

ხელისუფლება ყველა ტროლს აამუშავებს ცოცხალს და მკვდარს, იმისთვის, რომ წინასწარ დამარხონ, თუ ამ შეტევას გაუძლო, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება.

რაც შეეხება შეცდომას, მე ვფიქრობ, რომ ეს მისი გადადგომა იყო. მისი გადასაწყვეტი იყო, სპეცოპერაცია ჩატარდებოდა თუ არა, ინსტიტუციურად მას ამის ყველა ბერკეტი ეკავა, მას შეეძლო, აეკრძალა სპეცოპერაციის ჩატარება, ამისთვის ყველა ბერკეტი ჰქონდა. თუ გომელაური არ დაემორჩილებოდა, შეეძლო დაუმორჩილებლობის გამო ყველა მინისტრი გადაეყენებინა. რადგან ამის უფლებამოსილება მას ჰქონდა. ამის შემდეგ ხელისუფლებას მისი მოშორება მხოლოდ პარლამენტის გზით შეეძლო და არა პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, როგორც ეს მოხდა. პარლამენტში ეს პროცესი არ იქნებოდა ადვილი წასამართი, ასე რომ პარლამენტს მისი იმპიჩმენტი რომ მოეხერხებინა, მას ექნებოდა ბევრად უფრო უკეთესი სასტარტო პირობები, ვიდრე ახლა შეიძლება ჰქონდეს. ახლა მას ბევრად მეტი სირთულე ელოდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ შეიძლება გიორგი გახარია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ალიანსში ვიხილოთ, ხუხაშვილი გვპასუხობს;

პრობლემებია, ჯერ მისი პოზიციონირება იქნება პრობლემური, რადგან ის ორმაგი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდება. ერთი მხრივ, „ნაცები“ დააბრალებენ, რომ ბიძინას პროექტია, „ქოცები“ დააბრალებენ, რომ მიშას შეეკრა. ეს აღმოჩნდება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ჯერ ამას უნდა გაუძლოს, არ იქნება მარტივი ამოცანა. წინასწარ რამე სკეპტიციზმი არ იქნება სწორი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას.

გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ვაშაძის პრესამსახურში არ ადასტურებენ.

 

 

თეგები: გია ხუხაშვილიგიორგი გახარიაგიორგი ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 25, 2021
794
პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 10, 2021
788
პოლიტიკა

შეგვიძლია ყველას ერთად ერთი დიდი ისტორიული ნაბიჯი გადავდგათ – გიორგი ვაშაძე

ოქტომბერი 2, 2021
791

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია