2001 წლის 11 სექტემბერს, 19 წლის წინ დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.
ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, მესამე – პენტაგონს, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.
ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან 18 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641, აქედან 77% კაცი იყო, 23% – ქალი.
დაღუპულების საშუალო ასაკი 38,5 წელია. ტერაქტის დროს 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი დაიღუპა და 80 წელზე მეტის – სამი პენსიონერი.
11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნეილენდში მიფრინავდა.










