საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი დაინფიცირდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დადასტურებული შემთხვევები ასე ნაწილდება:
„2 პაციენტი არის გაჩიანიდან, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სამი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 44 გამოჯანმრთელებული პაციენტების უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან“, – აცხადებს ეზუგბაია.











