უგანდის შრომისა და ტრანპორტის მინისტრს, კატუმბა ვამალას თავს დაესხნენ.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თავდასხმა უგანდის დედაქალაქ კამპალაში, მინისტრის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას გენერლის ქალიშვილი და მძღოლი ემსხვერპლნენ, თავად ვამალა კი, ორივე ხელშია დაჭრილი.











