“ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, სრულიად საქართველოს მწუხარებას”,- ამის შესახებ განცხადებას, თბილისის მერი, ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, ბათუმში მომხდარი შემზარავი შემთხვევა საერთო ტრაგედიაა.
“ძნელია სიტყვებით გამოხატო ტკივილი და მწუხარება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.
ბათუმში მომხდარი შემზარავი შემთხვევა საერთო ტრაგედიაა.
ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, სრულიად საქართველოს მწუხარებას”,- აცხადებს კახა კალაძე.











