საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციაზე ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად ვაჟა გაფრინდაშვილი, მეუღლესთან ერთად მივიდა. ადგილზე იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.
გახელაძის ოჯახის განცხადებით, დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მედიისგან იღებენ, მატი მთავარი მოთხოვნა კი გახელაძის გათავისუფლებაა. ზაზა გახელაძის მეუღლე აცხადებს, რომ ოჯახში სოზარ სუბარი იყო მისული, თუმცა უწყებებსაც კი არ შესწევთ უნარი რაიმე შეცვალონ.
ზაზა გახელაძე საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 11 ივლისს გაიტაცეს.











