fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეორე ტური ვაკესა და გლდანში, დანარჩენ 6 ოლქს „ოცნება“ მოიგებს – ვახტანგ ძაბირაძის წინასაარჩევნო პროგნოზი

14:26 ივლისი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიამ ექსპერტთა ნაწილს განცდა გაუჩინა, რომ დიდი ალბათობით, რამდენიმე ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში მოიგებს, ხოლო ორ ოლქში, შესაძლოა, მეორე ტურის გამართვის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგეს. ამის შესახებ ძაბირაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ვაკესა და გლდანში „ქართული ოცნების“ კანდიდატები, შესაძლოა, ოპოზიციიდან რეიტინგულმა კანდიდატებმა ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ დაამარცხონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პარტია 6 საარჩევნო ოლქს მოიგებს, რადგან ოპოზიციიდან მათი საპირწონე არ არიან ისეთი ფიგურები, რომლებიც “ოცნების კანდიდატებს დაამარცხებენ. რაც შეეხება ვაკესა და გლდანს, მგონია, რომ ვაკეში ელენე ხოშტარიას უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე ნოდარ ტურძელაძეს. ასევე უნდა  ითქვას, რომ გლდანში ნიკა მელიასა და ლევან კობიაშვილს შორის გამარჯვების შანსი 50-50-ზეა. ასე, რომ ვაკესა და გლდანში, დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ძაბირაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატებად ძველი სახეები იმიტომ წარადგინა, რომ  პარტიას ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევის რესურსი არ გააჩნია.

„მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ასეთი სია იქნებოდა წარმოდგენილი. მმართველ პარტიას სხვა რესურსი არ აქვს – ის მუდმივად საზოგადოების ერთი და იმავე ნაწილზე მუშაობს. რამდენად მოუტანენ ეს კანდიდატები „ქართულ ოცნებას“ წარმატებას, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ოპოზიციაზე და არა მმართველ პარტიაზე.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ არც ერთი კანდიდატი არ იქნება ისეთი, რომ მაჟორიტარად გახდომის შემდეგ, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს. ზოგადად, მაჟორიტარული სისტემიდან წამოსული დეპუტატები პარტიულ სტრუქტურებს ემორჩილებიან, რაც  მათ მუშაობაზე უარყოფითად აისახება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

თეგები: 2020 წლის არჩევნებივახტანგ ძაბირაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობის“ გაყოფა გაზაფხულზე გაფორმდება“ – ვის ასახელებს ექსპერტი ნიკა მელიას შემცვლელად

ნოემბერი 26, 2021
6.3k
მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია