ქართველი ინფექციონისტები თანხმდებიან, რომ რუსეთში შექმნილი ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, მოსახლეობამ კორონავირუსის წინააღმდეგ, კარგად გამოცდილი ვაქცინა უნდა გამოიყენოს.
„რუსეთის ვაქცინას სხვადასხვა საერთაშორისო, ავტორიტარული სამედიცინო ინსტიტუტები ბოლომდე არ აღიარებენ და მასთან დაკავშირებით, აქვთ კითხვის ნიშნები. მეც მსგავსი პოზიცია მაქვს, არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ეს ვაქცინა ისეთი სრულყოფილია, რომ ის მასიურად უნდა იყოს მთელი მსოფლიოს მიერ გამოყენებული.
მიმდინარეობს სხვა ქვეყნების მიერ ვაქცინაზე მუშაობა და იმედია, რომ შემდეგი წლის დასაწყისში მსოფლიოს ექნება უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ამ ყველაფერს რუსული ვაქცინა ვერ აკმაყოფილებს, ბოლომდე მისის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის“, – განაცხადა გოგინავამ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვაქცინის ეფექტურობას ყველა საჭირო ტესტირების წამატებით გავლა მოწმობს.
ასევე, ნახეთ – რუსეთის ვაქცინამ, შესაძლოა, საშინელებები მოახდინოს – ინფექციონისტი











