პროტესტის შემდეგ ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ბიშკეკში საპროტესტო აქცია გუშინ, 5 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებდენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ.
საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.











