fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად

12:07 ნოემბერი 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.7k
ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

„მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება როგორც ჩემთვის, ისე ყოველი ჩვენგანისთვის“,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერობა მთიანი ყარაბაღის საკითხზე  27 სექტემბრიდან დაიძაბა.

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე 3-ჯერ შეთანხმდნენ.

თუმცა, ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდებოდა და მხარეები ერთმანეთის დადანაშაულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში კვლავ განაგრძობდნენ.

 

|რაზე შეთანხმდნენ მხარეები

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა. ახალი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი დარჩება მთიანი ყარაბაღის იმ ადგილებში, რომელიც კონფლიქტის პერიოდში დაიკავა. სომხეთი დათანხმდა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში გაიყვანოს სამხედრო ძალები რამდენიმე მომიჯნავე ტერიტორიიდან.

სატელევიზიო მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზის პატრულირების  მიზნით, იქ რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამშვიდობო პროცესში 1 960 სამხედრო პირი იქნება ჩართული. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება სამხედრო ტყვეების გაცვლას და „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კონტაქტების აღდგენას“ მოიცავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რომ სამშვიდობო პროცესში თურქებიც ჩაერთვებიან.

 

|რა გამოხმაურება მოყვა შეთანხმებას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სომხეთის მხრიდან ფაქტობრივ სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის“ შედეგად მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება  სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების გათვალისწინებით მივიღე, ვისაც სიტუაცია ყველაზე უკეთ ესმის. ასევე იმის რწმენით, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არის მარცხი, სანამ ამას თავად არ ვაღიარებთ“,- განაცხადა ფაშინიანმა.

თვითაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, არაიკ ჰარუთინიანის თქმით, ის შეთანხმებას დათანხმდა, რათა „ომი, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო“.

„არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრულად დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი“,-  განაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების გასაპროტესტებლად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეწები პარლამენტის შენობასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში შეიჭრნენ.

„ჩვენ არ დავთმობთ“,- სკანდირებდნენ ისინი.

დემონტრანტები პარლამენტის თავმჯდომარის მანქანას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.  ნიკოლ ფაშინიანის გაცხადებით, სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს ოპერაცია ჩაუტარდა.

ასევე, ცოტა ხნის წინ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციიდან მოპარულია კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები.

„რა თქმა უნდა, სამშობლოს გულისთვის“,- დაწერა ფაშინიანმა.

|რა ხდებოდა კონფლიქტის ზონაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში

8 ნოემბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქი შუშა აიღეს (სომხებისთვის – შუში).

შუშა ჩვენია, ყარაბაღი ჩვენია,- სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ილჰამ ალიევმა მოსახლეობას.

9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ კონფლიქტის ზონაში კიდევ 23 სოფელი გაათავისუფლა.

ასევე, 9 ნოემბერს აზერბაიჯანმა აღიარა, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენი Ми-24 შეცდომით ჩამოაგდო:

„აზერბაიჯანული მხარე ბოდიშს უხდის რუსულ მხარეს ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა“.

ოფიციალური ბაქო გამოთქვამს მზადყოფნას, მომხდარის გამო, კომპენსაცია გადაიხადოს.

თვითაღიარებული ყარაბაღის ინფორმაციით, კონფლიქტის დროს მათი თავდაცვის ძალების 1 200 სამხედრო დაიღუპა.

აზერბაიჯანს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია დაღუპული სამხედროების შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა კონფლიქტს.

 

 

PTN.ge-ის ეს მიმოხილვა მომზადებულია “ბი-ბი-სი”-ს მასალის მიხედვით.

ავტორი: ნინი ტაველიძე

თეგები: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

პუტინი „კბილების დაყრით“ დაემუქრა მათ, ვისაც სურთ, რომ რუსეთს რაიმე ნაწილი წაგლიჯონ

მაისი 20, 2021
890
მთავარი ამბავი

ალიევი: დღეს სომხეთს ბოლო შანსი აქვს, აიხდინოს ოცნება რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანაზე

მაისი 20, 2021
879
მთავარი ამბავი

ლავროვის პოზიცია სომხეთს არ მოსწონს… მივა თუ არა აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი ომამდე – რა პროგნოზი აქვს მამუკა არეშიძეს

მაისი 20, 2021
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია