აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაადასტურა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კომპანია Moderna-ს ვაქცინის კვლევაში მონაწილეობა 30 ათასმა ადამიანმა მიიღო.
„აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ განმცხადებელმა სათანადო ინფორმაცია მოგვაწოდა, რაც ცაქცინის ხარისხსა და პროდუქტის რეგისტრაციისთვის საჭირო მოთხოვნების შესაბამისობას ადასტურებს“, – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94%-ს აღემატება.
კომპანია Moderna-ს ვაქცინა მეორეა, რომელიც ადმინისტრაციამ დაადასტურა. 8 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაადასტურა.
ყველაფერი ახალი ვაქცინის შესახებ – დაასრულებს თუ არა პანდემიას Moderna (მიმოხილვა)











