fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ყველაფერი ახალი ვაქცინის შესახებ – დაასრულებს თუ არა პანდემიას Moderna (მიმოხილვა)

10:08 ნოემბერი 20, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
13k
ნახვა

16 ნოემბერს ფარმაკოლოგიურმა კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ კორონავირუსის ექსპერიმენტული კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები პირველადია და ჯერ ვაქცინის შესახებ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი.

| რა ვიცით ჩატარებული კვლევის შესახებ

კვლევაში, რომელსაც კომპანია Moderna ეყრდნობა, 30 000 ადამიანი მონაწილეობდა და ის აშშ-ში ჩატარდა. მონაწილეების ¼-ს 65 წლის ან მასზე მეტი ასაკის ადამიანები შეადგენდნენ.

კვლევაში მონაწილე პირთა ნახევარს ვაქცინა 4 კვირის ინტერვალში ორგანიზმში 2-ჯერ შეუყვანეს. ხოლო დანარჩენებს პლაცებო გაუკეთეს.

კვლევაში მონაწილე ადამიანებიდან კორონავირუსის სიმპტომები მხოლოდ 95-ს განუვითარდა.

აქედან 5 მათგანი იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ვაქცინა ორგანიზმში შეუყვანეს, ხოლო დანარჩენი 90  მათ, ვისაც პლაცებო გაუკეთეს.

|რა ვიცით კვლევაში მონაწილე იმ 95 ადამიანზე, რომლებიც ვირუსით დაინფიცირდნენ

ვირუსით კვლევაში მონაწილე ადამიანებიდან 95 მათგანი დაინფიცირდა. აქედან 11 მათგანს კორონავირუსის მძიმე ფორმა ჰქონდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც პლაცებო გაუკეთეს.

რაც შეეხება ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის მიუხედავად მაინც დაინფიცირდნენ, მათ ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნებოდათ.

შესაბამისად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც ვაქცინა ადამიანებს კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებისგან იცავს.

|ნიშნავს  თუ არა ეს შედეგები იმას, რომ Moderna-ს ვაქცინა პანდემიას დაასრულებს

მოკლევადიან პერიოდში ამას არ უნდა ველოდოთ.

დიდი ალბათობით, კორონავირუსის ვაქცინები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის გაზაფხულზე იქნება. თუ ეს მოლოდინი გამართლდა და მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია მოხდა, პანდემიის მიმდინარეობა მკვეთრად შემცირდება. შედეგად, სამყარო ცხოვრების ნორმალურ რიტმს თანდათანობით დაუბრუნდება.

ამასთანავე, როგორც WHO- ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, პანდემიას მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინა ვერ შეაჩერებს.

„პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს. პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში იზოლაცია და კონტაქტების დადგენა,“- განაცხადა გებრეიესუსმა.

Since the beginning of the #COVID19 pandemic, we knew that a vaccine would be essential for bringing the pandemic under control. But it’s important to emphasise that a vaccine will complement the other tools we have, not replace them. #EB147 #ACTogether

— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 16, 2020

|არის თუ არა Moderna-ს ვაქცინა ტრამპის ადმინისტრაციის პროექტის (Wrap Speed) ნაწილი

დიდი ალბათობით, დიახ.

აშშ-ს მთავრობამ Moderna-ს ვაქცინის შემუშავებისა და ტესტირებისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყო. ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარები კვლევის დიდ ნაწილს, მათ შორის კლინიკურ კვლევებს, ზედამხედველობას უწევდნენ.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ვაქცინის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი, ქეთრინ ჯენსენი ვაქცინის შემუშავების პროცესში დონალდ ტრამპთან ყველანაირ საჯარო და კერძო თანამშრომლობას უარყოფს.

|რა განსხვავებაა Moderna-სა და Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს შორის

9 ნოემბერს Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგები კვლევის შესახებ ნაკლებ ინფორმაციას შეიცავდა, ვიდრე Moderna-ს მიერ 16 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია.

თუმცა, Moderna-ს კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღეში Pfizer-მა განაცხადა, რომ მათი ვაქცინა არა 90-ით, არამედ 95%-ით ეფექტურია.

Pfizer-ს არ გამოუქვეყნებია მონაცემები კვლევაში მონაწილე ადამიანებიდან რამდენ მათგანს ჰქონდა კორონავირუსის მძიმე ფორმა. ასევე, იმის შესახებ, თუ ინფიცირებულებიდან რამდენ მათგანს ჰქონდა გაკეთებული ვაქცინა და პლაცებო.

სავარაუდოდ, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიამ ვაქცინის შემუშავებიას ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომა გამოიყენა.

|რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

Pfizer-ი და Moderna კვლევებს კვლავ გაარძელებენ, რათა უფრო მეტი მონაცემები შეაგროვონ. ამასთანავე, ორივე კომპანია სწრაფი ლიცენზირებისთვის თავიანთ ვაქცინებს აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) რამდენიმე კვირაში წარუდგენს.

ლიცენზიის მინიჭების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციებს გასცემს იმასთან დაკავშირებით, თუ პირველად ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შესაძლებელია, ვაქცინების განაწილების პროცესი წლის ბოლოს დაიწყოს.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.GE

მომზადებულია NY times-ისა და BBC-ის მიხედვით

თეგები: Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს თავისი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების მოთხოვნით მიმართა

ივნისი 8, 2021
801
მსოფლიო

Moderna-ში აცხადებენ, რომ მათი კოვიდის ვაქცინა 12-18 წლის ასაკის მოზარდებში ვირუსის გავრცელების შეჩერებას უწყობს ხელს

მაისი 25, 2021
894
Medical syringe is seen with Moderna company logo displayed on a screen in the background in this illustration photo taken in Poland on June 12, 2020. American biotech company Moderna has announced on June 11 that will start final stage of covid-19 vaccine trial in July. (Photo Illustration by Jakub Porzycki/NurPhoto via Getty Images)
მთავარი ამბავი

„მოდერნას“​ ვაქცინამ მოზარდებში 96%-იანი ეფექტურობა აჩვენა

მაისი 7, 2021
906

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია