განათლების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი ერთიანი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განახლებულ წესებს განმარტავს:
„ვთხოვთ თითოეულ გამოსაცდელ პირს და გამოცდაში მონაწილეს, მიიღონ მხედველობაში, რომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც უკვე განსაცდელი პირი განთავსდება სამუშაო მაგიდასთან და მას გამოცდის წესიდან გამომდინარე საუბრის საშუალება არ აქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება უფლება მოიხსნას პირბადე“, – განმარტა მიცკევიჩმა.
მისივე განმარტებით, კონდიციონერის ჩართვის დროს, ოთახში მყოფებს პირბადის გაკეთება მოუწევთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
- პრემიერმა განმარტა, რა შემთხვევაში ჩართავენ კონდიციონერს საგამოცდო აუდიტორიაში
- აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პროცესში პირბადის მოხსნის უფლება ექნება
- ნახევრად დისტანციური სწავლება სკოლებში – დირექტორებმა ახალი სასწავლო წლის შესახებ მითითებები უკვე მიიღეს
- უსაფრთხო გარემო ეროვნულ გამოცდებზე – როგორ მოეწყობა საგამოცდო სივრცე











