პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისაუბრა. როგროც მან განმარტა, საგამოცდო ოთახში კონდიციონერის ჩართვა იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს.
ამასთან, აბიტურიენტებს საგამოცდო პროცესში პირბადის მოხსნის უფლება ეძლევათ.
„საგამოცდო ადგილას, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში აბიტურიენტს ექნება უფლება, რომ პირბადე მოიხსნას. რა თქმა უნდა ფანჯრები ყველგან უდნა იყოს ღია.
ამასთან, თუ ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელია კონდიციონერის ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და ფაქტობრივად ჩვენ კომფორტულ გარემოს შევუქმნით აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა“,- განაცხადა გახარიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:











