ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სამედიცინო პუნქტი გაქურდეს. ამბულატორიიდან ლენოვოს კომპიუტერი და კვების ბლოკი წაიღეს.
შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ფაქტის შესახებ მედიკოსებმა შსს აცნობეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











