კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინა „ნოვოვაქსმა“ დიდ ბრიტანეთში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ის შესახებ უცოხური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, „ნოვოვაქსის“ ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 18-24 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას წინასწარ აქვს შეკვეთილი „ნოვოვაქსის“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა. მარეგულირებელი ორგანოს მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველ დოზებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებს.
ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთს დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და „მოდერნასი“











