ერთდროულად ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა წუხელ მოხდა.
სოფელ ზემო ალვანის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან, წაღებულია ნავაჭრი თანხა, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც.
მაღაზიების მფლობელის ინფორმაციით, ორივე მაღაზიასთან განთავსებული სათვალთვალო კამერები, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გამორთეს.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ასევე თანხაა წაღებული, სავარაუდოდ რკინის საჭრელით არის გახსნილი.
ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











