„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი არ აქვს, რადგან არჩევნები გაყალებულია.
მისივე თქმით, იგი იმ საერთო გადაწყვეტილებას დაემორჩილება, რასაც პარტია მიიღებს.
“მიზანი იყო რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტით ზეწოლა ხელისუფლებაზე. დღეს სამწუხაროდ, პარლამენტს ჰქვია როგორც მრავალპარტიული პარლამენტი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და რიგგარეშე არჩევნებიც ამ ბოიკოტით ვერ მიიღწევა. პარტიაში გაიხსნა დისკუსია შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის დახურული თემა იყო, სანამ ჩვენმა პარტნიორებმა და კოლეგებმა სამწუხაროდ, ეს რეალობა არ დაგვიყენეს.
ახლა, ისეთი სიტუაციაა და პარლამენტში იმდენი რაოდენობის პარლამენტარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაც შეუძლიათ ამ ადამიანებს. ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს, ოღონდ ეს ფართო დისკუსიის შედეგად მოხდება. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ხალხის ნება არ არის ასახული ამ პარლამენტში, თუმცა პატივს ვცემ ყველა ჩემი კოლეგის აზრს, ვინც ფიქრობს საპირისპიროს, რომელიც რეალობიდან გამომდინარე დადგა. საბოლოო ჯამში, დავემორჩილებით იმ გადაწყვეტილებას, რასაც პარტია ერთიანად მიიღებს”,- აცხადებს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, ნიკა მელიას გათავისუფლების მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.










