საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში TDI-ის გამგეობის წევრის განცხადებას ეხმაურება.
“ამ ქალბატონს არასდროს მოუსმენია საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული ქალთმოძულე ხასიათის განცხადებები?” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, TDI-ის გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მეუფე სტეფანეს განცხადებები “სახეა ქალთმოძულეობის, რომელიც საპატრიარქოში არსებობს”.
“მიტროპოლიტ სტეფანეს “დებილო ქალო, დავაი რა, დააყენე ქალო” მიმართვა მონაზვნისადმი და მერე მისი ღამით წვიმაში ქუჩაში გაგდება ადასტურებს, რამდენად შორსაა დღევანდელი საპატრიარქო ღმერთისგან და რამდენად არ უყვართ ადამიანი.
ეს არის საპატრიარქოს ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი. ამ ბოროტი სისტემის მსხვერპლი არიან ის სხვა მონაზვნებიც, რომლებიც ამ უგულო კაცის ბრძანებებს ასრულებენ და ორ ქალს, მათ დებს, ქუჩაში აგდებენ”. – წერს ღავთაძე.











