პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსლიანი აცხადებს, რომ საქართველოში რეპრესიები არავის გასვლია და არც გაუვა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ამ ქვეყანაში რეპრესიები არავის გასვლია და ვერავის გაუვა, ვერც ღარიბაშვილს და ვინც არ უნდა იყოს, იმას. ვინც სცადა ამის გაკეთება, იმან რა პოლიტიკრი ფასიც გადაიხადა, კარგად ვიცით”,- განაცხადა იოსელიანმა.
მანვე კომენტარი გააკეთა “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ნიკა მელიას დაჭერის სპეცოპერაცია დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას”.










