დემოკრატიული პარტია ამერიკის სენატს გააკონტროლებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჯორჯიის შტატის ორი ოლქის შედეგების შესახებ გახდა ცნობილი. ამის შესახებ წინასწარ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ორივე ოლქში დემოკრატები – ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი იმარჯვებენ.
საბოლოო გამარკვების შემთხვევაში ორივე ოლქში, ზედა პალატაში ხმები 50/50 ნაწილდება. თუმცა, არჩეული ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ამავდროულად სენატის თაბმჯდომარეა, რაც დემოკრატებს ერთი ხმით უპირატესობას აძლევს.
დემოკრატები უკვე აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას. ორივე პალატაში უპირატესობა მათ კო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის თავისუფლად რეალიზების საშუალებას აძლევს.











