დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გარდაბნის სამი სოფელი ჩაიკეტოს.
როგორც ის ამბობს, სოფლები ჩაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ეპიდემიოლოგებს კვლევის ჩატარების საშუალება არ მიეცათ.
„არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნება სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ და ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი რა თქმა უნდა, არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მანამდე კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევა დადასტურდა. აქედან უმეტესობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.
ნახეთ, დეტალურად: რომელ წყაროს მიეკუთვნება ახალი დადასტურებული შემთხვევა.











