დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ამის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და ტესტირებაც ჩატარებულია.
მათ შორის, ტესტი გაუკეთდა უწყების ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესაც. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ არცერთ ადამიანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.











