„ჩვენ ალბათ კომუნიკაცია დავაგვიანეთ საზოგადოებასთან, როდესაც დაიწყო ეს პროცესი და ალბათ ღიაობა მოგვცემდა საშუალებას, რომ არ მომხდარიყო ბევრი რამის უტრირება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ჯაღმაიძე აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, რომ პანსიონში რაღაც ტიპის გადაცდომები იყო.
„ის, რომ იქ ვიღაც არ შეუშვეს სულაც არ ნიშნავდა, რომ იქ იყო მძიმე დანაშაულები. თუმცა გადაცდომებზე ვამბობთ, რომ შესაძლოა იყო. მაგრამ ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ამის ჰიპერბოლიზაცია და რაღაც ამოუცნობი ობიექტის როლში ჩადგა ეს პანსიონი, უკვე ყველაფერი შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.











