გერმანიის კანცლერად 16-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ანგელა მერკელი თანამდებობას ნებაყოფლობით ტოვებს. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.
ფორმალურად, მერკელი კანცლერად რჩება მანამ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.
ის პირველი ქალია, რომელიც გერმანიის მთავრობას სათავეში ჩაუდგა. მერკერი კვლავ რეიტინგულ პოლიტიკოსად რჩევა, უფრო მეტიც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს გერმანიის მომავალი მის გარეშე ვერც წარმოუდგენია.
მერკერი პოლიტიკური ქარიზმატულობით არ გამოირჩეოდა, პრობლემის მოგვარებისა და გააჭრის გზებს ხშირად, ყოველგვარი ხმამაღალი და რადიკალური განცხადებების გარეშე, მშვიდი პოლიტიკით ახერხებდა, არც თუ ისე იშვიათად, უკანაც იხევდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის წამყვან პოლიტიკოსად რჩება.
ახლა მთავარი კითხვაა, თუ ვინ შეცვლის მერკერს?! პირველადი მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე სოციალ-დემოკრატები მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 0.2 პროცენტით უსწრებენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატებს 24.9-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს კი 24.7 პროცენტი უჭერს მხარს.
ცნობისთვის, დღეს 26 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.











