რამდენიმე წუთის წინ, მერიასთან საპროტესტო აქციაზე ლევან ხაბეიშვილი მივიდა.
მისი თქმით ის მზად არის, გუშინ აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ახალგაზრდას, ვანო ფოცხვერაშვილს თავდებში დაუდგეს.
,,პატიმრობაშია ახალგაზრდა, რომელიც გუშინ აფრიკის დასახლებაში იცავდა ორსულ ქალბატონს ფეხით რომ შედგნენ. მე ლევან ხაბეიშვილი მზად ვარ ჩავუდგე თავდებში ვანო ფიცხვერაშვილს, რომელიც გუშინ აფრიკის დასახლებაში ორსულ ქალბატონს იცავდა და ამის გამო დააკავეს. მზად ვარ, გამოვცხადდე, მაშინვე როცა მისი უფლებადამცველი მეტყვის. ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. მივმართავ შსს, დედაქალაქის მერს უზრუნველყოს ამ ახალგაზრდის თავისუფლება. დაკავებულის ოჯახს შევთავაზეთ უფასოდ ადვოკატის მომსახურება,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.










