ვაშინგტონში, საპროტესტო აქციის წევრებმა დაბრკოლება გაარღვიეს და კაპიტოლიუმის ერთ-ერთ შენობაში შეიჭრნენ.
პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და არალეტალურ იარაღს იყენებს.
აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპის მომხრეები არიან.
პირველადი მონაცემებით, პოლიციასთან შეტაკების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ვინაიდან, არსებული ინფორმაციით, შეჭრა მოსალოდნელი იყო, კაპიტოლიუმის რამდენიმე ოფისიდან ხალხი წინასაწარ გამოიყვანეს.
გუშინ ჯორჯიაში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის თეთრ სახლს ჯო ბაიდენს არ დაუთმობს და პრეზიდენტობისთვის ჯოჯოხეთურ ბრძოლას გააჩაღებს, თუკი დემოკრატები სენატს და ადმინისტრაციას დაიკავებენ.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს დასრულდება.











