„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, რომ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პარტიაში „არ გაიაკრონ“.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, მან პარტია ერთხელ უკვე დაღუპა.
„ცალკეული უთანხმოებები ოპოზიციურ სუბიექტებს შორის იყო არის და იქნება. მე დეტალებში არ გავცნობივარ გიგი უგულავას მიმართვას, თუმცა მეგობრული რჩევა შემიძლია მივცე „ნაციონალურ მოძრობას“. არ გაიკარონ ახლოს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ერთხელ დაღუპა უკვე პარტია. ასევე სააკაშვილის გასაგონად ვამბობ, ამოიღოს სიიდან 4 ოლიგარქი – ჩოჩელი, ოქრიაშვილი, ნიკოლეიშვილი და ხაბულიანი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეაგზავნა შიგნით, რათა 4 აღებული მანდატით შექმნას კოალიციური მთავრობა მომავალში. ეს არის რჩევა მხოლოდ მეგობრული ტონით და არ ჩათვალონ, რომ რამე ქვეგრძნობები მაწუხებს.
ის, რომ გააქტიურდა სახელგატეხილი შსს მინისტრი და მისი რეკომენდაციით 4 ოლიგარქი ჩაეწერა ნაცმოძრაობის გამსვლელ სიაში, უკვე არის ძალიან დიდი საფრთხე“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ვინ ვის საარჩევნო სიაშია – პოლიტიკური გემოვნების ცვლილება 2012 წლიდან დღემდე











