fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვინ ვის საარჩევნო სიაშია – პოლიტიკური გემოვნების ცვლილება 2012 წლიდან დღემდე

14:01 ოქტომბერი 2, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
997
ნახვა

პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების საარჩევნო სიები უკვე ცნობილია. ტენდენცია შენარჩუნებულია — პოლიტიკური პარტიები ფსონს ცნობად სახეებზე, მუსიკოსებზე , მსახიობებზე და სპორტსმენებზე დებენ.

 

„ქართული ოცნების“ სიაში, ცნობადი სახეების გარდა, მოხვდა 16 ძველი წევრი, რომლებიც „ამბოხებული დეპუტატების“ სახელით არიან ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის, პროპორციული არჩევნების ჩაგდება უკავშირდებათ.

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს, არაერთი პოლიტიკოსი გამოაკლდა. მაგალითად, დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და მას გამოეყო „ევროპული საქართველო“. „პატრიოტთა ალიანსიდან“ წავიდნენ ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი.

 

„ქართული ოცნებისთვის“ მეცხრე მოწვევის პარლამენტი დიდი დანაკარგებით დასრულდა. პარტია დატოვა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ. „ოცნებიდან“ დემარშით წავიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ზვიად ძიძიგური, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი მოსიძე, ზაზა ხუციშვილი.

მათმა ნაწილმა, ახალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ შექმნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ პარტიად იღებენ.

 

ქართულ პოლიტიკას, არც ერთიდაიმავე პოლიტიკოსების, სხვადასხვა იდეოლოგიის  პარტიებში პორტირება აკლია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მრავალფეროვანია, როგორც საარჩევნო სუბიექტებით, ისე სუბიექტებში შემავალი პერსონებით.

 

„ენმ – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიაში მოხვდნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც 2012 წელს და შემდგომ, „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს.

 

  1. ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდა, თუმცა, 2018 წელს მან პარტია დატოვა.

〈 შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აპრილში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო „მესამე ძალა“ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც კონსულტაციები გამართა სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან.

2016 წლის 8 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მესამე შედეგი აჩვენა 5,01%-ით და პროპორციული სიით პარლამენტში 6 დეპუტატი გაიყვანა. 〉

დღეს, ნატო ჩხეიძე პარტია „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარეა, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შედის და საერთო პარტიულ სიაშია.

 

  1. რამაზ ნიკოლეიშვილი

რამაზ ნიკოლეიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიით მოხვდა. თუმცა, მან ფრაქციები დატოვა.

„ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებმა და ვნებათაღელვამ გადამაწყვეტინა, დავტოვო ფრაქციები, თუმცა დავრჩე უმცირესობაში დამოუკიდებელ დეპუტატად და ამგვარად გავაგრძელო საპარლამენტო საქმიანობა”- რამაზ ნიკოლეიშვილი. 

 

2017 წელს, მაშინ როცა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპული საქართველო“ გამოეყო, რამაზ ნიკოლაიშვილიც მათ რიგებში მოხვდა.

რამაზ ნიკოლეიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით იბრძოლებს.

 

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი 2016 წელს, რამაზ ნიკოლეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩასმას ასე აკრიტიკებდა:

„რამაზ ნიკოლეიშვილი რომ გეყოლება სიაში, უფლება აღარ გაქვს კონკურენტების სია აკრიტიკო. მეგონა ნაციონალებმა ისწავლეს რაღაცეებზე. თურმე ვერ. კორუმპირებული იყო? იყო! მერე ქოცებთან გადასკუპდა? გადასკუპდა? რატომ შეიყვანეთ სიაში? ფულის გამო? ფული ბიძოს რომ აქვს მაგდენი უნდა და პირდაპირ რომ გაურიგდეთ არა?!“ – წერდა ჟორჟოლიანი.

 

  1. კახა ოქრიაშვილი 

2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში კახა ოქრიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2012 წელს, ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან, პარლამენტში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, პარტია დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა.

2016 წელს, ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა.

კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა.

ოქრიაშვილმა ცეზარ ჩოჩელთან ერთად, ახალი პარტია დააფუძნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“- „ძალა ერთობაშიას“ პარტიულ სიაშია.

 

  1. გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ხელისუფლების შესაცვლელად აქტიურად იბრძოდა. სწორედ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი გახდა სანიკიძე, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი და მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

გუბაზ სანიკიძე გამოირჩეოდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაპირისპირებით.

თუმცა, გუბაზ სანიკიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“- „ძალა ერთობაშიას“ პარტიულ სიაში, რიგით მეთექვსმეტეა.

 

  1. თამარ კორძაია

თამარ კორძაია იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი და  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ნაძალადევში.

ამავდროულად, თამარ კორძაია „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით, პარლამენტში მოსახვედრად კორძაია ენმ- ძალა ერთობაშიას პარტიული სიით იბრძოლებს.

 

  1. მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ბათუმში. სწორედ „ოცნების“ ძალისხმევით მოხვდა ის, მერვე მოწვევის პარლამენტში. მაშინდელმა,  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარტია „ქართული ოცნება“ 2014 წელს დატოვა.

დღესდღეობით, მურმან დუმბაძე პარტია „ემსახურე საქართველოს”ლიდერია და „ძალა ერთობაშიას” საარჩევნო სიაშია.

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია 

თეგები: პარტიული სია

დაკავშირებული სტატიები

არჩევნები 2020

„პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ოქტომბერი 3, 2020
1.3k
არჩევნები 2020

„სტრატეგია აღმაშენებელის“ პარტიული სია ცნობილია

ოქტომბერი 3, 2020
1k
არჩევნები 2020

სპორტსმენები, არტისტები, ჟურნალისტები და გენერლები პოლიტიკურ ტატამზე – პარტიების იდენტური ალგორითმი

ოქტომბერი 2, 2020
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია