ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე 21 ივლისს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მშვიდობიანი აქცია გამართა.
ათასამდე მოქალაქის შეკრების მიზანი, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში, სომხეთისადმი მხარდაჭერის გამოხატვა იყო. „არა ომს“, „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ – სკანდირებდნენ შეკრებილები.
აქციაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან.
მეზობლებს შორის წლების განმავლობაში მოუგვარებელი კონფლიქტი, ერთი კვირის წინ ხელახლა გამწვავდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











