“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდება თუ ნიკა მელიას არ გაათავისუფლებენ.
„არავითარი მოლაპარაკება არ იქება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე. პირადად მე არანაირ დიალოგის მაგიდას არა მივუჯდები, თუ ჩემი კოლეგა დაუყოვნებლივ არ იქნება ციხიდან გათავისუფლებული. ჩვენი კომპრომისი არის ის, რომ ვმოქმედებთ მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, კარგი გაგებით ევროპულადაც და არ ვძაბავთ სიტუაციას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვდება.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.











