“ჩვენ არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ. არჩევნებზე მივალ და ორივე კანდიდატს გადავხაზავ თუ საერთოდ არ მივალ არჩევნებზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ჯერ არჩევნები უნდა მოიგო და კონსულტაციები ამის შემდეგ დაიწყო. ჩრდილოვან კაბინეტს აზრი მაშინ ექნებოდა, თუ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ვიხილავდით და არა მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლებს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ისედაც ერთ აზრზე იყვნენ. რეალური კოალიცია ერთ მაგიდასთან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების დაჯდომას გულისხმობს და არა ერთი აზრის მქონე ადამიანების ერთად ყოფნას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.









