„ელისაშვილი არ არის „ქართული ოცნების” სპიკერი, არც ხაზარაძე. ჩემი აზრით გულწრფელია ერთიც და მეორეც“,- ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ღამის კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს განსხვავებული აზრი აქვს, სხვები მას თავს ესხმიან.
„განსხვავებული აზრის მიუღებლობა არ ვიცი, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მე კი არ მომწონს, მაგრამ მიღებულია, რომ როგორც მგლების ხროვა თავს ესხმიან და ძიძგნიან. ზოგადად, ეგეთი კულტურაა ქართულ პოლიტიკაში, მარტო ალეკო ელისაშვილზე არაა. მე რომ წამოვედი „ნაციონალური მოძრაობიდან”, მოტრიალდა ყველა ის ხალხი, ვისთანაც 2 წელი მქონდა გატარებული და თვეების განმავლობაში ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული. ჯოგიდან რომ ერთი განსხვავებულ რაღაცას გააკეთებს და მთელმა ჯოგმა რომ უნდა დაკორტნოს, რადგან ჯოგის შიგნით სხვას არავის მოუნდეს იგივეს გაკეთება. სინამდვილეში რაღაცა ცხოველური ინსტიქტებია, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. გინდა ალეკოზე იყოს, გინდა ჩემზე“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.











