„ევროპული საქართველოს წევრი“, გიორგი კანდელაკი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს ეხმაურება.
„ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტში არ შესვლას ჩვენი პარტნიორები ტაშს ვერ დაუკრავენ, მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ განცხადებები მანდატების გაუქმებაზე დაკმაყოფილდეს და ამ ერთპარტიულ პარლამენტს დაესვას ბეჭედი, რათა სრული სისავსით წარიმართოს მოლაპარაკებათა პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს კრიზისის განმუხტვამდე.
რაც შეეხება ევროსაბჭოს და მის საპარლამენტო ასამბლეას, იქ სხვადასხვანაირი გამოსვლები იყო, ძალიან კრიტიკული გამოსვლებიც იყო, ქებით, რომ ეს იყო კარგი არჩევნები, არავინ არ გამოსულა და არც არავინ გამოვა მომავალში“, – განაცხადა კანდელაკმა.
ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სესიას ახლადარჩეული პარლამენტი პირველად ესწრება.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.











