fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ასეთი კონფლიქტები გაგრძელდება და ერთ დღესაც, შესაძლოა, მასშტაბურ ომში გადაიზარდოს – რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი

16:35 ივლისი 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
868
ნახვა

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი ფოლად ბულბულოღლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული კონფლიქტს ეხმაურება. ინფორმაციას freenews-ი ავრცელებს.

„აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავება არც ახალია და არც სენსაციური. მე არაერთხელ ვთქვი, ასევე პრეზიდენტმა ალიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვას. როგორ ფიქრობთ, ათმილიონიანი, მდიდარი, განვითარებული ინფრასტრუქტურის, შეიარაღებული ქვეყანა დაუშვებს, რომ მისი ტერიტორიები განუსაზღვრელი ვადით იყოს ოკუპირებული? ეს ხომ შეუძლებელია“, – განაცხადა ბულბულოღლიმ.

როგორც ბულბულოღლიმ აღნიშნა, მშვიდობიან მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ აქვს.

„ვიდრე აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია, ასეთი ინციდენტები გარდაუვალია. ჩვენ ამას ვამბობდით 2016 წელსაც, როდესაც აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანა, ჩვენი მეზობლები, ამ კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, რომ ის უსასრულოდ გაგრძელდეს. მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის არ უნდა იმართებოდეს. თუ მათ შედეგი არ აქვთ, ბუნებრივია, იქნება სამხედრო მოქმედებები. აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო იყოს პოზიცია. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარისკაცების გაყვანაზე. ვიდრე ისინი იმყოფებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასეთი კონფლიქტები გაგრძელდება და ერთ დღესაც შესაძლოა, მასშტაბურ ომში გადაიზარდოს, რომელიც კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის“,- განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

თეგები: შეიარაღებული დაპირისპირება

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ტაჯიკეთი და ყირგიზეთი საზღვარზე დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენენ

აპრილი 29, 2021
799
სამართალი

რუსთავში, 40-მდე არასრულწლოვნის დაპირისპირების გამო 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 17, 2020
806
რეგიონები

Video: სროლა რუსთავში! – ჯგუფურ დაპირისპირებაში 40-მდე პირი მონაწილეობდა

სექტემბერი 17, 2020
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია