აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან სამხედრო ტექნიკის გაყიდვას აჩერებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო ტექნიკის გაყიდვის შეჩერება ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს უზრუნველყოს, რომ იარაღის გაყიდვები აკმაყოფილებს ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს, შექმნას უფრო ძლიერი, თავსებადი და ქმედითი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში.

შეჩერებულ ხელშეკრულებებს შორისაა აშშ-ის და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმება, რომელიც არაბული სახელწმიფოსთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების 50 ერთეული „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანდურებლის მიცემას ითვალისწინებს.











