კოვიდის ბრიტანული შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე არსებული ვარიანტი, – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ბრიტანული ვარიანტი, შესაძლოა, სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდებოდეს. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული აზრი, თუ როგორ იმუშავებს ვაქცინა კოვიდის ვარიანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ვალენსკიმ.











