აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გადადგომისკენ მას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მოუწოდა.
„კონგრესის არც ერთი წევრი და თანამშრომელი არ დაშავებულია. ჩვენმა ოფიცრებმა თავისი საქმე შეასრულეს. ჩვენმა ხელმძღვანელობამ კი არა“,- აღნიშნულია კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის კავშირის თავმჯდომარის განცხადებაში.
სანდს უფლებამოსილება 16 იანვრიდან შეუწყდება.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











