ჩარლსტონის საკრებულოს თანხმობით, სამხრეთ კაროლინაში აშშ-ის მეშვიდე ვიცე-პრეზიდენტის, ჯონ კალჰუნის ძეგლი აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
საკრებულოს წევრის, პიტერ შაჰიდის განცხადებით, დროა ქანდაკება ერთიანობის სიმბოლოთი შეიცვალოს.
„ქანდაკება გაყოფილი საზოგადოების სიმბოლოა და ეს ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი სიმბოლოები, რომლებიც გვაერთიანებს“,- განაცხადა პიტერმა.
ცნობისთვის, ჯონ კალჰუნი ამერიკის სამხრეთ შტატებში მონათმფლობელობის პოლიტიკის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციას ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს მრავალ კუთხეში საპროტესტო აქციების ფარგლებში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს ან მოხსნეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რასიზმში არიან დადანაშაულებულები.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ფედერალურ მთავრობას იმ ადამიანების დაპატიმრების უფლება მისცა, რომლებიც მონუმენტებს, ძეგლებს ან სხვა ფედერალურ საკუთრებას ანგრევენ.











