აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ფედერალურ მთავრობას იმ ადამიანების დაპატიმრების უფლება მისცა, რომლებიც მონუმენტებს, ძეგლებს ან სხვა ფედერალურ საკუთრებას ანგრევენ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
„ფედერალურ მთავრობას უფლება მივეცი, დააპატიმრონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აშშ-ში მონუმენტებს, ძეგლებს ან სხვა მსგავს ფედერალურ საკუთრებას ანგრევს – 10 წლამდე ვადით.
დაკავება შეიძლება მოხდეს ვეტერანთა ხსოვნის დაცვის აქტით ან სხვა კანონით, რომელიც შესაძლოა, შესაბამისობაში იყოს.
ეს ქმედება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მაგრამ ასევე, შესაძლოა, უკვე განადგურებული და ვანდალური ქმედებისთვისაც იყოს გამოყენებული. გამონაკლისები არ იქნება“,- წერს დონალდ ტრამპი.
…..This action is taken effective immediately, but may also be used retroactively for destruction or vandalism already caused. There will be no exceptions!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 23, 2020
შეგახსენებთ, რომ პოლიციას ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს მრავალ კუთხეში საპროტესტო აქციების ფარგლებში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს ან მოხსნეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რასიზმში არიან დადანაშაულებულები.











