ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ ოტმონში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის ძეგლზე წარწერა „მონებით მოვაჭრე“ დატოვეს.
„18 ივნისის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რომ გენერალი დე გოლი წინააღმდეგობის მოძრაობის ალს მხარს უჭერდა, მისი ძეგლის წაბილწვა შეურაცხმყოფელია“,- აცხადებს ო-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელი, ქსავიე ბერტრანი.
შეგახსენებთ, რომ პოლიციას ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს მრავალ კუთხეში საპროტესტო აქციების ფარგლებში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს ან მოხსნეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რასიზმში არიან დადანაშაულებულები.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის რასიზმის წინააღმდეგია, თუმცა კოლონიური ხანის ადამიანების ძეგლების ჩამოგდებას მხარს არ უჭერს.











