ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ვენაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც რობერტ ობრაიენი აცხადებს, მსგავს სიძულვილს და ძალადობას გამართლება არ აქვს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ავსტრიელი ხალხისთვის ლოცულობს. გამართლება არ აქვს მსგავს სიძულვილსა და ძალადობას. ჩვენ ავსტრიის, საფრანგეთისა და მთელი ევროპის გვერდით ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- წერს რობერტ ობრაიენი.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი.
შსს მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
“The U.S. is praying for the people of Vienna. There is no justification for hatred and violence like this. We stand with Austria, France, and all of Europe in the fight against terrorism.”-NSA Robert C. O’Brien
— NSC (@WHNSC) November 3, 2020











