აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კაპიტოლიუმზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ეროვნული ტრაგედიაა.
მისივე აზრით, კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება უნდა შეძლოს, რომლის მიხედვითაც ჯოზეფ ბაიდენმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.











