აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისია ოფიციალურად დაასრულა. ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ ავღანეთიდან აშშ -ის ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ევაკუაცია დასრულდა, დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გაყვანის უზრუნველსაყოფად გრძელდება.











