აშშ მზადაა, ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების საკითხზე, რუსეთთან შეხვედრა გამართოს.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მიესალმება რუსეთის სურვილს, მიაღწიოს პროგრესს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე და დაუყოვნებლივი შეხვედრისთვის მზად არის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზად არის, აშშ-სთან ერთად ბირთვული იარაღის მარაგები გაყინოს.











