fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აშშ-ს დაზვერვა: ავღანეთში მყოფი სამხედროების ლიკვიდაციაში რუსეთი თალიბანს ფულს სთავაზობდა

11:13 ივნისი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
899
ნახვა

აშშ-ის „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს საიდუმლოდ სთავაზობდა გასამჯელოს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის – ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული მედია, მათ შორის The Wall Street Journal  და New York Times ავვრცელებს.

აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემები წერენ, რომ რუსული დანაყოფი, რომელიც ევროპაში მკვლელობების მცდელობებსა და საიდუმლო ოპერაციების ჩატარებასთან იყო დაკავშირებული, გასულ წელს „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს საიდუმლოდ სთავაზობდა გასამჯელოს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალებზე თავდასხმისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ავღანეთში 20 ამერიკელი სამხედრო მოკლეს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, გაურკვეველია, თუ რომელი მკვლელობა უკავშირდებოდა რუსეთის დაზვერვის ამ ოპერაციას.

ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაზვერვის მონაცემები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეატყობინეს. მიმდინარე წლის მარტში ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განიხილეს და რიგი საპასუხო ზომებიც შეამუშავეს, თუმცა საბოლოო საპასუხო ზომა დამტკიცებული არ ყოფილა.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, ამ საკითხზე სადაზვერვო მონაცემები დაკავებული ავღანელი მეომრების დაკითხვებს ეფუძნება. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ამ ოპერაციასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ოფიციალურ წყაროებს არ დაუზუსტებიათ.

ამასთანავე, წყაროები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დაზვერვა დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები ავღანელ მეომრებს ფულს სთავაზობდნენ ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის, ამ ეტაპზე ჯერ გაურკვეველია, თუ რუსეთის ხელისუფლების რა დონეზე იყო ეს ოპერაცია სანქცირებული და რა იყო მისი საბოლოო მიზანი.

აშშ-ის მთავრობის შეფასებით, ამ ოპერაციის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი 29155 იდგა, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, ისევე როგორც 2016 წელს მონტენეგროში დაგეგმილ გადატრიალებაში.

 

ფოტო: New York Times

თეგები: თალიბანირუსეთი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსეთში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დეკემბერი 6, 2021
813
მსოფლიო

„თალიბანმა” ქალებს სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობა აუკრძალა

ნოემბერი 24, 2021
2k
მთავარი ამბავი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთში არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია

სექტემბერი 21, 2021
863

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია