საქართველოში აშშ-ის საელჩო, პარლამენტის წევრებს საარჩევნი სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.
ამის შესახებ, აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა.











