აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA) მიანიჭა.
აშშ-ის მასშტაბით შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინის 5.9 მილიონი დოზის განაწილება მოხდება. წლის ბოლომდე კი კომპანია აშშ-ის მთავრობას 20 მილიონამდე დოზას მიაწვდის.
ვაქცინამ, რომელიც Moderna-მ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან პარტნიორობით შექმნა, კლინიკური ცდების დროს 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინაცია ორჯერ, 28-დღიანი ინტერვალით კეთდება.
Today, FDA issued an emergency use authorization (EUA) for the second vaccine for the prevention of #COVID19 caused by SARS-CoV-2. The emergency use authorization allows the vaccine to be distributed in the U.S for use in individuals 18 years and older. https://t.co/w4BQVg0n2G pic.twitter.com/cw5JwYqxsh
— U.S. FDA (@US_FDA) December 19, 2020











