ასობით ადამიანი პარასკევს ჩიკაგოს ქუჩებში გავიდა, რომ პროტესტი გამოეხატა ადამ ტოლედოს მიმართ. აქცია სამართალდამცველის მიერ 13 წლის ლათინოამერიკელი ბიჭის, ადამ ტოლედოს მკვლელობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„შეწყდეს რასისტი პოლიციის ტერორი!“, „ხელები მაღლა, არ ისროლი!“, „არაა სამართლიანობა, არაა მშვიდობა!“, „სამართალი ადამ ტოლედოსთვის!“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
დემონსტრანტებმა მოკლულის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილითაც მიაგეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ბიჭის ნათესავებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვას სთხოვდნენ.
ცხრაწუთიან ვიდეოზე ჩანს, რომ 34 წლის ოფიცერი მისდევდა და ესროდა ტოლედოს. როგორც ჩანს, ტოლედოს იარაღი ეჭირა, პოლიციის ბრძანების შემდეგ იარაღი დააგდო და ხელები მაღლა ასწია, სანამ სტილმანმა ცეცხლი გახსნა.











