აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს.
ინფორმაციას FORBES-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის პერიოდი, შესაძლოა, 7 დღემდე შემცირდეს.











